5 ვარსკვლავი, რომელიც მდიდარ ოჯახში დაიბადა და 5, რომელიც სიღარიბეში გაიზარდა

5 ვარსკვლავი, რომელიც მდიდარ ოჯახში დაიბადა და 5, რომელიც სიღარიბეში გაიზარდა

სიმდიდრის დასაგროვებლად ზოგმა ვარსკვლავმა რთული გზა გაიარა, თუმცა ცნობილი ადამიანების ნაწილი ეკონომიკურად შეძლებულ ოჯახში დაიბადა. ამ განსხვავების მიუხედავად, თითოეულმა მათგანმა პოპულარობის მოსაპოვებლად საკმაოდ ბევრი იშრომა და დღეს ორივე კატეგორიის ადამიანები ფინანსურად საკმაოდ შეძლებულები არიან.

სტატიაში 10 ცნობილი ადამიანის შესახებ გიამბობთ, რომელთა ნაწილიც თავიდანვე მდიდარი იყო, ხოლო დანარჩენები მოგვიანებით გამდიდრდნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც თავიდანვე მდიდრები იყვნენ:

1. ლანა დელ რეი

მომღერლის მამა მილიონერია, რომელიც ონლაინ მედიისა და კომპანიის, Web Media Properties-ის დამფუძნებელია. კომპანია 8000-მდე ვებგვერდსა და გამომცემლობას აერთიანებს. გარდა ამისა, ლანა დელ რეის მამა საბროკერო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორიცაა.

2. ადამ ლევინი

ადამ ლევინის მამა ტანსაცმლის ბრენდ M. Fredric-ის დამფუძნებელია, რომელიც ბევრ ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს.

3. კარა დელევინი

მომღერალი არისტოკრატების ოჯახში დაიბადა და ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან ნათესაური კავშირები აქვს. გარდა ამისა, კარას ოჯახს სხვა გავლენიან ადამიანებთანაც ახლო ურთიერთობა აქვს.

4. ედვარდ ნორტონი

მსახიობის ბაბუა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საქმიანობაში იყო ჩართული, შემდეგ კი The Rouse Company დააარსა და ამ სფეროში დიდ წარმატებასაც მიაღწია.

5. არიანა გრანდე

მომღერლის მშობლები თავიდანვე წარმატებულ კომპანიებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ, მოგვიანებით კი არიანას მამამ გრაფიკული დიზაინის ფირმა დააარსა.

ცნობილი ადამიანები, რომლებიც სიღარიბეში გაიზარდნენ:

1. ჯენიფერ ლოპესი

მომღერლის თქმით, ბავშვობაში ორ დასთან ერთად ერთ საწოლში ეძინა, მშობლები კი დღისითაც და ღამითაც მუშაობდნენ. ეს ყველაფერი კი მისთვის მოტივაცია გახდა, რათა ოჯახისთვის იმედი არ გაეცრუებინა.

2. სელენა გომესი

სელენა გომესის დედა 16 წლის იყო, როცა შვილი შეეძინა და ქმარსაც დაშორდა. როგორც მომღერალი იხსენებს, ის მარტოხელა დედამ გაზარდა და ეკონომიკურად ძალიან უჭირდათ.

3. ლეონარდო დიკაპრიო

მსახიობი დედასთან ერთად გაიზარდა და ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა, რომ სკოლასა და სამეზობლოში მუდმივად დანაშაულსა და ძალადობას ხედავდა. მსახიობობა კი იმიტომ გადაწყვიტა, რომ ასეთი გარემოდან თავის დაღწევა შესძლებოდა.

4. Cardi B

მომღერლის თქმით, მშობლებს ხშირად საკმაოდ დაბალანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება უწევდათ, რადგან სხვა გზა არ ჰქონდათ. ამ ყველაფრის გამო კი, მომღერლის აზრით, საკმაოდ ცუდ გარემოცვაში გაიზარდა.

5. დემი მურიმსახიობი იხსენებს, რომ საცხოვრებლის შეცვლა ბევრჯერ მოუწია. 16 წლის ასაკში კი სკოლა და ალკოჰოლიკი მშობლები მიატოვა, რათა დამოუკიდებელი ცხოვრება დაეწყო.