ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ხელმეორედ იქორწინეს 

ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ხელმეორედ იქორწინეს 

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ერთმანეთს 20 წლის წინ ხვდებოდნენ, თუმცა წყვილის ურთიერთობა ქორწინებით არ დასრულებულა. 20 წლის შემდეგ კი წყვილმა ურთიერთობა აღადგინა და იქორწინა, რამაც ინტერნეტი აღაფრთოვანა. წყვილმა თავდაპირველად ლას-ვეგასის სპეციალურ სამლოცველოში იქორწინა, ქორწილის ცერემონია კი ჯორჯიის შტატში გაიმარა, რომელსაც მათი ახლობელი ადამიანებიც დაესწრნენ.

"როცა ბენმა საქორწინო ცერემონიაზე დამინახა, ორივეს ზუსტად ერთი აზრი გაგვიჩნდა — ამ ყველაფრის დაჯერება წარმოუდგენელი ჩანდა, როგორც სიზმარში, რომელიც არასდროს გინდა, დასრულდეს. ძველი იარები მოგვიშუშდა და როგორც იქნა, მძიმე წარსული მხრებზე სიმძიმედ აღარ გვაწევს. ახლა ყველაფერი ისეა, როგორც დავგეგმეთ, უკეთესადაც კი", — განაცხადა ჯენიფერ ლოპესმა.

წყვილმა ჯორჯიას შტატში ბენ აფლეკის ძვირადღირებულ მამულში იქორწინა და ცერემონია 3 დღის განმავლობაში გაგრძელდა. ჯენიფერ ლოპესს Ralph Lauren-ის საქორწინო კაბა ეცვა, რომელმაც გულშემატკივრების დიდი მოწონება დაიმსახურა. სოციალურ ქსელებში კი ქორწინებიდან ახალი ფოტოებიც გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ურთიერთობა 2002 წლის ივლისში დაიწყეს და იმავე წლის ნოემბერში დაინიშნნენ. ქორწილი ცერემონიამდე რამდენი დღით ადრე გადაიდო, ცოტა ხნის შემდეგ კი ნიშნობა გაუქმდა და წყვილმა განაცხადა, რომ დაშორდნენ.

ჯენიფერ ლოპესი 2004 წელს მარკ ენტონიზე დაქორწინდა, რომლისგანაც 2 შვილი ჰყავს, თუმცა 2014 წელს განქორწინდნენ. ბენ აფლეკი კი მსახიობ ჯენიფერ გარნერზე 13 წელი იყო დაქორწინებული, მაგრამ 2018 წელს დაშორდა.