„ჩელსი“ „აიაქსს“ ალვარესში 50 მილიონს სთავაზობს

„ჩელსი“ „აიაქსს“ ალვარესში 50 მილიონს სთავაზობს

„ჩელსიმ“ „აიაქსს“ წინადადებით მიმართა ნახევარმცველ ედსონ ალვარესის თაობაზე. ლონდონელები მზად არიან 24 წლის ფეხბურთელში 50 მილიონი ევრო გადაიხადონ - წერს Telegraaf.

ალვარესს შეუძლია ცენტრალურ მცველად, ან ნახევარმცველდ ითამაშოს. „არისტოკრატთა“ მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი პირადად ყოფილა დაინტერესებიული მექსიკელის თავის გუნდში ხილვით.

წინა დღეებში ბრიტანულმა ტაბლოიდებმა დაწერეს, რომ ალვარესში „ნიუკასლი“ 40 მილიონს იხდიდა.

ედსონი „აიაქსში“ 2019 წლიდან თამაშობს.