„ნაპოლის“ ნახევარმცველი ფაბიან რუისი „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ესპანელმა ფეხბურთელმა პსჟ-სთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ნეაპოლიტანურმა გუნდმა მის სანაცვლოდ 23 მილიონი ევრო მიიღო.
ფაბიან რუისი „ნაპოლიში“ 2018 წელს „ბეტისიდან“ გადავიდა და 166 მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა. 26 წლის ესპანელს ასევე უთამაშია „ელჩესა“ და „ბეტისში“, ხოლო ესპანეთის ნაკრებში მის ანგარიშზე 15 შეხვედრა და 1 გოლია.