„კრემონეზემ“ სერია A-ში ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა და სტუმრად მილანის „ინტერთან“ 1:3 წააგო. ლუკა ლოჩოშვილმა „ნერაძურის წინააღმდეგ 67 წუთი ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი დამარცხდა, თანაგუნდელთა შორის გამორჩეული იყო. რამდენიმე იტალიურმა ვებგვერდმა მისი თამაში საკმაოდ დადებითად შეაფასა.
La repubblica 6 ქულა: „მეურვეობაში ძლიერი, თუნდაც ცოტა უხეში, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაზე ცუდებს შორის არაა“.
Eurosport 6 ქულა: „ნორმალური თამაში, განსაკუთრებულად აშკარა შეცდომების გარეშე. მოედანზე დარჩა იმის მიუხედავად, რომ თავზე სახვევები ჰქონდა“.
Calciocremonese 6.5 ქულა: „ქართველი რთულად დასაძლევი კაშხალია. მიიღო დარტყმები, იბრძოლა და მეტოქეებსაც კარგად მეურვეობდა. ერთ-ერთი საუკეთესო“.
Cremonaoggi 6.5 ქულა: „მიუხედავად თავის ტრავმისა დაცვაში საუკეთესოა“.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილს მიმდინარე სეზონში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, „კრემონეზემ“ კი ოთხივე თამაში წააგო, ხოლო მომდევნო ტურში 4 სექტემბერს, „სასუოლოს“ უმასპინძლებს.