100 მილიონი ანტონიში

100 მილიონი ანტონიში

„აიაქსის“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ანტონიმ, მანჩესტერში წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და დღეს, 30 აგვისტოს, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტს გააფორმებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გაითვლება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ეს ტრანსფერი სარეკორდო უნდა გახდეს ნიდერლანდული ერედივიზიისათვის. საუბარია 100 მილიონ ევროზე.

22 წლის ანტონი „აიაქსში“ 2020 წელს გადავიდა „სან-პაულუდან.“ შარშან ის ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.