ვილიანი პრემიერლიგაში ბრუნდება

ვილიანი პრემიერლიგაში ბრუნდება

ბრაზილიელი ნახევარმცველი, ვილიანი, დღეს, 30 აგვისტოს გაივლის სამედიცინო შემოწმებას „ფულემში“ ტრანსფერის წინ. 34 წლის ფეხბურთელი ლონდონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

ვილიანი „კორინთიანსის“ აღზრდილია. ევროპულ ფეხბურთში 2007 წელს გამოჩნდა. ჯერ დონეცკის „შახტარში“ თამაშობდა, შემდეგ მახაჭყალის „ანჟიში.“ მერე რვა სეზონი ინგლისურ პრემიერლიგაში ირჯებოდა. კერძოდ, „ჩელსიში“ (2013-20) და „არსენალში“ (2020-21). შემდეგ „კორინთიანსში“ დაბრუნდა, მაგრამ რამდენიმე კვირის წინათ ბრაზილიურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.