აშშ-ში კაცმა გოგრით 61 კილომეტრი გაცურა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

აშშ-ში კაცმა გოგრით 61 კილომეტრი გაცურა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

აშშ-ში, ნებრასკაში კაცმა მდინარე მისურიზე 61 კილომეტრი გამოშიგნული გოგრით გაცურა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ასეთ თავგადასავალზე წასვლა დუეინ ჰენსენმა, რომლის ჰობიც დიდი გოგრების მოყვანაა, თავისი 60 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად გადაწყვიტა. გოგრა, რომლითაც მან იმოგზაურა 383 კილოგრამს იწონიდა. ჰანსენმა თავის „ხომალდს“ „ბერტა“ დაარქვა.

BBC-ს ცნობით, ჰენსენმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც გოგრით ყველაზე ხანგრძლვი მოგზაურობის ავტორი. გოგრით ცურვის მოქმედი რეკორდი 2018 წელს დაფიქსირდა და 41 კილომეტრს შეადგენს.