საქართველომ მხოლოდ ბოლო პერიოდი მოიგო: წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს

საქართველომ მხოლოდ ბოლო პერიოდი მოიგო: წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს

ხორვატიის ქალაქ სპლიტში დაიწყო 35-ე ევროპის ჩემპიონატი, რომელზეც საქართველოს წაყალბურთელთა ნაკრები, უკვე ზედიზედ მეხუთედ ასპარეზობს. დეიან სტანოიევიჩის მომზადებული გუნდის პირველი მეტოქე მონტენეგროს ნაკრები იყო და ჩვენი ქვეყნის გუნდმა ძლიერ მეტოქესთან თამაში 14:11 დათმო.

ქართველმა წყალბურთელებმა პირველი პერიოდი 2-ბურთიანი სხვაობით 3:5 დათმეს, პირველი ტაიმი კი - 5:9. მესამე მეოთხედი ჩვენმა გუნდმა კარგად დაიყო, საწყის წუთებში მეტოქეს ზედიზედ სამი გოლი გაუტანა და ანგარიში 8:9-მდე შეამცირა, თუმცა მერე თავად 4 გაუშვა და მონტენეგროს ნაკრები დასკვნით მეოთხედს 5-ბურთიანი სხვაობით შეხვდა.

საქართველომ მხოლოდ მეოთხე პერიოდის მოგება მოახერხა, როდესაც მეტოქეს 3:1 აჯობა, თუმცა ეს საბოლოო გამარჯვების მისაღწევად საკმარისი არ გამოდგა.

ჩვენი ქვეყნის გუნდიდან ყველაზე შედეგიანი მარკო ელაჩა იყო, მან 5 გოლის გატანა შეძლო. ხოლო ბორის ვაპენსკიმ მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. თითო გოლი ნიკა შუშიაშვილის, ივან სარიჩისა და ანდრეა ბითაძის ანგარიშზეა.

შგახსენებთ, რომ სტანოიევიჩის გუნდი A ჯგუფში იმყოფება, სადაც მისი მეტოქეები იტალიის, მონტენეგროსა და სლოვაკეთის ნაკრები გუნდები არიან. ჩვენს ჯგუფში იტალიისა და სლოვაკეთის მატჩი ჯერ არ ჩატარებულა. სწორედ სლოვაკეთია ჩვენი ნაკრების ძირითადი მეტოქე, რადგან მათთან გამარჯვების შემთხვევაში ქართველ წყალბურთელებს მე-3 ადგილზე გასვლის შანსი ექნებათ და მეოთხედფინალში გასასვლელად პლეი-ოფში თამაში მოუწევთ.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს იტალიის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 31 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.