უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლიხტენშტეინის „ვადუცი“ და კოსოვოს „ბალკანი“ გავიდნენ.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროტურნირების ჯგუფში ლიხტენშტეინისა და კოსოვოს კლუბები ითამაშებენ.
„ვადუცმა“, რომელიც სულაც ლიხტენშტეინის ჩემპიონატში არ თამაშობს და შვეიცარიის მეორე დივიზიონში გამოდის, პლეი-ოფში ავსტრიული „რაპიდი“ დაამარცხა, თანაც სტუმრად 1:0 (შინ 1:1), ხოლო მანამდე გზიდან თურქული „ქონიასპორი“ ჩამოიცილა.
„ბალკანიმ“ გაგი მარგველაშვილის „შკუპის“ მოუგო ორმატჩიანი დუელი (2:1, 1:0) და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, მანამდე კი სან მარინოსა და ფარერების კლუბები დაამარცხეს.
აქვე გეტყვით, რომ კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა დღეს გაიმართება.