"ვალენსიამ" პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა

ესპანურმა „ვალენსიამ“ პორტუგალიელი ნახევარმცველი ანდრე ალმეიდა დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

22 წლის ფეხბურთელმა „ღამურებთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციით, ესპანელებმა ნიჭიერ შემტევში „ვიტორია გიმარაეშს“ 7 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ალმეიდა „გიმარაეშის“ მთავარ გუნდში 2019 წლიდან თამაშობდა და 69 მატჩში 3 გოლი გაიტანა, პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებში კი 7 თამაში აქვს ჩატარებული.