„ჯენოამ“ „მარსელის“ ნახევარმცველის, კევინ სტროტმანის იჯარის წესით დამატების შესახებ გამოაცხადა. იტალიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, 32 წლის ნიდერლანდელი ახალ გუნდში მე-8 ნომრით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ სტროტმანი „ჯენოაში“ ადრეც თამაშობდა. გენუურ კლუბში მან 2020/21 წლების სეზონის ბოლო მონაკვეთი გაატარა.
შარშანდელ სეზონში კი ასევე იჯარის წესით, „კალიარიში“ თამაშობდა.