„ლივერპული“ „ბრაიტონის“ ნახევარმცველით, მოისეს კაისედოთი დაინტერსდა - გვამცნობს The Mirror.
წყაროს ინფორმაციით, მერსისაიდელები 50-მილიონევროიან შეთავაზებას ამზადებენ. „თოლიების“ ხელმძღვანელები ამბობენ 20 წლის ეკვადორელი არ იყიდებაო, მაგრამ „წითლები“ ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ.
კაისედო „ბრაიტონში“ 2021 წელს გადავიდა „ინდეპენდიენტე დელ ვალედან,“ ამჟამად კი ბელგიურ „ბეერსხოტშია“ განათხოვრებული.