პედულა:

პედულა: "ნაპოლი" კვარაცხელიას ხელფასს გაუორმაგებს"

Sportitalia-ს ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ალფრედო პედულა იტყობინება, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხელფასის მომატებას აპირებს.

პედულას ცნობით, რომელმაც ასევე ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა კვარაცხელიას „აძურიში“ ტრანსფერი, უახლოეს მომავალში, რამდენიმე თვეში ქართველის ხელფასი უნდა გაორმაგდეს.

ხვიჩა ამჟამად 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მაგრამ მისი გასამრჯელო 2.5 მილიონი ევრო უნდა გახდეს. სწორედ ამდენი აქვს ხელფასი ნეაპოლიტანელთა ახალწვეულ ჯაკომო რასპადორის. პედულა წერს, რომ დანარჩენი მოგვიანებით გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ორ ტურში 3 გოლით და 1 საგოლე პასით ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ბომბარდირებში პირველ ადგილზეა.