„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.
„ჩვენ ვამბობდით, რომ „მანჩესტერში“ საჭირო ფეხბურთელების მოყვანას ვაპირებდით. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა და გამორიცხული არ არის, ფეხბურთელები კიდევ ვიყიდოთ. თუმცა მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია.“ - ციტირებს ტვიტერში ნიდერლანდელი სპეციალისტის სიტყვებს ჟურნალისტი შამონ ჰაფეზი.
მიმდინარე ზაფხულს მანკუნიანელებმა ტრანსფერებში უკვე დახარჯეს 143 მილიონი ევრო (კაზემირო - „რეალიდან“ 70,65 მილიონი, ლისანდრო მარტინესი - „აიაქსიდან“ 57,37 მილიონი, ტირელ მალასია - „ფეიენოორდი“ 15 მილიონი). თავისუფალი აგენტის სტატუსით მათ დანიელი კრისტიან ერიკსენი შეუერთდა.