მილიკი „იუვენტუსში“ გადადის

მილიკი „იუვენტუსში“ გადადის

ფრანგული „მარსელის“ ფორვარდი, არკადიუშ მილიკი, უახლოეს ხანში „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდება. კლუბმა უკვე შეათანხმა პირობები 28 წლის პოლონელთან. მილიკი ტურინში ერთწლიანი იჯარით წავა, შემდგომი გამოსყიდვის პერსპექტივით. გამოსყიდვა 8 მილიონი ევრო დაჯდება - წერს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

როგორც ჩანს, „იუვენტუსმა“ უარი თქვა „ბარსელონას“ ნიდერლანდელ შემტევ მემფის დეპაიზე, რომელიც შეიძლება „ბებერ ქალბნატონში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასულიყო. მაგრამ მხარეებმა ვერ მოილაპარაკეს. მილიკი სწორედ მისი ალტერნატივაა.