"ბარსელონას" პირველი მოგება სეზონში და ლევანდოვსკის პირველი გოლები

„ბარსელონამ“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, რობერტ ლევანდოვსკიმ კი პირველი გოლები გაიტანა.

„რაიო ვალეკანოსთან“ უფერული და იმედგამაცრუებელი ფრის შემდეგ კატალონურმა გრანდმა სან სებასტიანში „სოსიედადს“ 4:1 აჯობა. ლევანდოვსკიმ სადებიუტო გოლი თამაშის პირველივე წუთზე გაიტანა, რასაც მალევე ალეკსანდერ ისაკმა უპასუხა და 66-ე წუთამდე ეს ვითარება შენარჩუნდა.

აი, მერე კი „ბარსა“ მოედანზე შეუჩერებელი იყო. ჯერ უსმან დემბელემ გაიტანა, მერე ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა, რასაც პოლონელმა საგოლე პასიც დაუმატა, როცა ანსუ ფატიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, „ბარსელონას“ 4 ქულა აქვს, მადრიდის „რეალს“ კი ორი ქულით ჩამორჩება.