იტალიელი ჟურნალისტი:

იტალიელი ჟურნალისტი: "იუვენტუსი" ახლოს იყო კვარაცხელიასთან, ტრანსფერი ბოლოს ჩაიშალა"

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ნიკოლო სკირა ხვიჩა კვარაცხელიას დუბლს „მონცას“ წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. სკირამაც დაადასტურა, რომ 2021 წელს ხვიჩა „იუვენტუსში“ გადადიოდა, მაგრამ მაშინ „ბებერი ქალბატონი“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ დატოვა, რამაც ტრანსფერის ჩავარდნა გამოიწვია.

„ნაპოლი“ კვარაცხელიას ტრანსფერით სიამოვნებას იღებს, რომელშიც სულ რაღაც 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ჯუნტოლი-პომპილოს დუეტის გამარჯვებული ინტუიციას, რომლებმაც ის ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს დაიბევეს. 2021 წლის მაისში კვარაცხელია ახლოს იყო „იუვენტუსთან“, ფაბიო პარატიჩი ხურავდა მის ტრანსფერს, მაგრამ შემდეგ ტურინელებში მენეჯერული ცვლილება მოხდა“, - წერს სკირა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს ორ ტურში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს და ამ წუთისთვის ბომბარდირთა დავაში პირველ პოზიციაზეა. სხვათა შორის, 2010 წლიდან მოყოლებული ედინსონ კავანის, ხოსე კალეხონისა და ლორენცო ტონელის შემდეგ კვარაცხელია "ნაპოლის" მეოთხე მოთამაშეა, რომელმაც სერია A-ს საწყის ორ თამაშში გაიტანა.

„ნაპოლის“ ორ ტურში 6 ქულა აქვს და „ინტერთან“ ერთად ლიდერია, მომდევნო ტურში კი 28 აგვისტოს, სტუმრად ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდება.