საქართველოს ნაკრებს ამერიკიდან გოგა ბითაძე დაუბრუნდა, რომელმაც თქვა, რომ სავარაუდოდ, 24 აგვისტოს, ნიდერლანდებთან მატჩისთვის მზად იქნება.
„უკრაინასთან თამაში შემდეგ მივიღე ტრავმა და ამერიკაში სამკურნალოდ წავედი. ვნახე, როგორ მქონდა მუხლი და სამი კვირის განმავლობაში მივხედე, როგორც შემეძლო, მაქსიმალურად გამოვიყენე ეს დრო. ვფიქრობ, 24-ში თამაშისთვის მზად უნდა ვიყო, მაგრამ მატჩამდე შევხედავ, როგორ იქნება მუხლი და ყველას იმედი გვაქვს, რომ ვითამაშებ“, - თქვა ბითაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 24 აგვისტოს, ნიდერლანდების ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 27 აგვისტოს იტალიას ესტუმრება. ეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ხოლო 1-7 სექტემბერს, ევრობასკეტზე თბილისში ითამაშებს.