„ბარსელონას“ მცველი სამუელ უმტიტი სავარაუდოდ, კარიერას იტალიის სერია A-ში გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
28 წლის ფრანგი ფეხბურთელი „ლეჩეში“ გადავა, რომელსაც ერთწლიანი მშრალი იჯარით შეუერთდება. მხარეებმა შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწიეს.
უმტიტიმ კარიერა „ლიონში“ დაიწყო, 2016 წელს კი „ბარსელონაში“ გადავიდა, სადაც 133 მატჩში 2 გოლი გაიტანა. თუმცა, ბოლო ოთხი სეზონია მას ტრავმები აწუხებს, რის გამოც კლუბის გეგმებში აღარ შედის.
უმტიტის საფრანგეთის ნაკრებში 31 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი და 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, მაგრამ „მამლების“ რიგებში 2019 წლის შემდეგ აღარ უთამაშია.