იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ფაბიო კანავარომ Gazzetta Dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც პატარა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა და თქვა, რომ მოსწონს.
„კვარაცხელია ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება“, - აღნიშნა „ნაპოლის“ ყოფილმა მცველმა, რომელმაც 2006 წელს „ოქროს ბურთი“ მოიგო.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სეზონი „ვერონასთან“ 5:2 მოგებით გახსნა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი გოლით და საგოლე პასით.