„აიაქსის“ თავდამსხმელმა, მათეუშ დუშ სანტუშ ანტონიმ, კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს - გვამცნობს Sky Sports.
წყაროს ინფორმაციით, 22 წლის ბრაზილიელით „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესებული. მანკუნიანელები ადრეც იჩენდნენ ოლიმპიური ჩემპიონისადმი ინტერესს, მაგრამ „აიაქსს“ გაცილებით ნაკლებ სატრანსფერო თანხას სთავაზობდნენ, ვიდრე ამსტერდამელები ითხოვდნენ. ახლა მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს.
ანტონის „აიაქსთან“ კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება.