იტალიის ნაკრების თავდამსხმელი, ჯაკომო რასპადორი, „სასუოლოდან“ „ნაპოლიში“ გადავა. კლუბებმა უკვე მოილაპარაკეს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
22 წლის იტალიელის იჯარაში „ნაპოლი“ 5 მილიონ ევროს გადაიხდის. შეტანხმებაში შეტანილია პუნქტი ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულებით 25 მილიონ ევროდ. პლუს 5 მილიონი ბონუსის სახით.
„სასუოლოსთან“ რასპადორის მიმდინარე კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.