უცხოური გამოცემები და ტაბლოიდები გამუდმებით იუწყებიან, რომ ამერიკელი მომღერალი და მსახიობი სელენა გომესი და იტალიელი, ნახევრად კი კანადელი პროდიუსერი ანდრეა ლერვოლინო ერთმანეთს ხვდებიან.
წყვილი საზაფხულო არდადეგებს ერთად იტალიაში ატარებს. მათი პაპარაცული ფოტოები ტაბლოიდებმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელეს. წყვილის ურთიერთობაზე დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც უცხოურ გამოცემებთან დაახლოებული პირები ამბობენ, სელენამ არაერთხელ განაცხადა, რომ სურს, რომ დაქორწინდეს და მალე დედა გახდეს.