იტალიურმა გაზეთმა Tuttosport-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ის ნეაპოლელი ტიფოზებისთვის ახალი კერპია. ტურინული გამოცემა მის სუფთა ნიჭზე ამახვილებს ყურადღებას და ტრანსფერში კრისტიან ძაკარდოს როლს უსვამს ხაზს.
„ნეაპოლიტანელმა გულშემატკივრებმა ის უკვე აირჩიეს ახალ ფავორიტად, წაშალეს ლორენცო ინსინიეს მოგონება, რომლის ადგილი გუნდში დაიკავა. კვარა გამოიყენება მარცხენა გარემარბად და მეტოქის მოტყუება ყოველთვის შეუძლია ფინტებით და ცეცხლმოკიდებული სპრინტებით. ტემპი, რომელიც ერწყმის კრისტალურ ტექნიკურ ხარისხსა და სიჯიუტეს, რაც „ნაპოლიში“ შეამჩნიეს, როცა მასთან კონტრაქტი გაფორმება გადაწყვტეს.
მისი ფიზიკური მახასიათებლები ჰგავს ვულვერინს, მუტანტს, რომელიც X-men სუპერგმირია და სერია A-ში მისი პირველი თამაში ამის დასტურია. მოედანზე 68 წუთი, ერთი გოლი და ერთი საგოლე პასი, ასევე ორი საგოლე მომენტი. ეს საუკეთესო პასუხია მათთვის, ვინც ამბობდა, რომ მას იტალიის ჩემპიონატში ადაპტაცია გაუჭირდებოდა. ის სუფთა ნიჭია, რომელიც „ნაპოლის“ სკაუტებს ორი წლის განმავლობაში რვეულში ჰყავდათ მონიშნული. მისი დიდი აღმომჩენი კრისტიან ძაკარდოა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და სწორედ მან შესთავაზა ის კრისტიანო ჯუნტოლის, როცა „რუბინში“ თამაშობდა. ხვიჩა ზედიზედ ორჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი“, - წერს Tuttosport-ი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონასთან“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა, გოლი გაიტანა და საგოლე პასი მიითვალა. „ნაპოლი“ მომდევნო ტურში „მონცას“ 21 აგვისტოს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.