ტუხელი კონტესთან ჩხუბზე:

ტუხელი კონტესთან ჩხუბზე: "როგორც წესი, ამ დროს ადამიანები ერთმანეთს თვალებში უყურებენ"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა „ტოტენჰემთან“ მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა და ანტონიო კონტესთან მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა.

„შესანიშნავად ვითამაშეთ, ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ ორივე გოლი უაზროდ გავუშვით. მოედანზე ერთადერთი გუნდი იყო, რომელმაც გამარჯვება დაიმსახურა. ვწუხვარ შედეგის გამო, ვერ მივაღწიეთ იმას, რაც დავიმსახურეთ. რიშარლისონი აშკარად თამაშგარეში იყო, მენდი ბურთს ვერ ხედავდა და მსაჯი აშკარად შეცდა.

კონტესთან ინციდენტი? ჩვეულებრივ ადამიანები ხელის ჩამორთმევის დროს ერთმანეთს თვალებში უყურებენ, ანტონიო აშკარად სხვაგვარად ფიქრობდა. ის ფრით ბედნიერი იყო, მე კი - განერვიულებული. ჩვენი გაძევება საჭირო არ იყო, ისევე, როგორც მსაჯის ბევრი სხვა გადაწყვეტილება ამ საღამოს“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, „ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, მატჩის განმავლობაში კონტემ და ტუხელმა ორჯერ იჩხუბეს და საბოლოოდ ისინი მსაჯმა გააძევა.