იტალიურმა გამოცემა Tuttomercatoweb-მა წამყვანი იტალიური მედიაგამოცემების ჟურნალისტები გამოკითხა და სერია A-ს ახალი სეზონის წინ სკუდეტოს ფავორიტები, გავარდნის კანდიდატები, საუკეთესო ბომბარდირები, საუკეთესო ფეხბურთელები, საუკეთესო მწვრთნელი და სეზონი აღმოჩენები დაასახელებინა.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხული 13 ჟურნალისტიდან სამმა თქვა, რომ სეზონის აღმოჩენა ხვიჩა კვარაცხელია იქნება. აი, როგორ განაწილდა ხმები სერია A-ს ახალი სეზონის აღმოჩენაზე:
რომეო აგრესტი (Goal) - ალესანდრო კორტინოვისი (ვერონა)
ალესანდრო ანტინელი (რაი სპორტი) - კრისტიან ასლანი (ინტერი)
ჯოვანი კაპუანო (პანორამა) - მარკოს ანტონიო (ლაციო)
მანუელ კონდინიონი (რადიო რაი) - ლუკა იოვიჩი (ფიორენტინა)
ჯეიმს ჰორნქეისტლი (The Athletic) - ლუკა იოვიჩი (ფიორენტინა)
რიკარდო მანჩინი (DAZN) - კრისტიან ასლანი (ინტერი)
მატეო მორეტო (რელევეო) - დივოკ ორიგი (მილანი)
მარკო პიკარი (TMW Radio) - ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი)
მატეო პინჩი (რეპუბლიკა) - ალესანდრო კორტინოვისი (ვერონა) და ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
დარიო რიჩი (რადიო 24) - დანიელ მალდინი (სპეცია)
სანდრო საბატინი (მედიასეტი) - კრისტიან ასლანი (ინტერი)
სტეფანო სალანდინი (ტუტოსპორტი) - ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) და იასინ ადლი (მილანი)
პაოლო ტომაზელი (კორიერე დელა სერა) - ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
როგორც ხედავთ, გამოკითხული ჟურნალისტებიდან ყველაზე მეტი, 3-3 ხმა კვარაცხელიას და „ინტერის“ ალბანელ ახალწვეულ კრისტიან ასლანის ერგოთ, ორ-ორი ალესანდრო კორტინოვისსა და ლუკა იოვიჩს.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონი დღეს დაიწყება, ხოლო „ნაპოლი“ 15 აგვისტოს, „ვერონას“ სტუმრად შეხვდება.