ოფიციალურად: გიორგი პაპუნაშვილი სერბეთის ჩემპიონატში ითამაშებს

ოფიციალურად: გიორგი პაპუნაშვილი სერბეთის ჩემპიონატში ითამაშებს

გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს და „რადნიჩკის“ ღირსებას დაიცავს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, თუმცა კონტრაქტის ხანგრძლივობა და დეტალები უცნობია.

პაპუნაშვილი ბოლოს ქუთაისის „ტორპედოში“ ირჯებოდა, სადაც 15 უგოლო თამაში ჩაატარა. შემდეგ თითქოს „თელავში“ უნდა ეთამაშა, მაგრამ საბოლოოდ, უცხოეთში დაბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ „რადნიჩკის“ რიგებში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება - ანტონ თოლორდავა.

გიორგი პაპუნაშვილს კარიერის განმავლობაში „დინამო თბილისში“, ბრემერის „ვერდერის“ სარეზერვო გუნდში, „სარაგოსაში“, „რასინგსა“ და „აპოლონში“ უთამაშია. გამორჩეული პერიოდი „სარაგოსაში“ ჰქონდა, კერძოდ 2017-2018 წლების სეზონში, როცა სეგუნდა დივიზიონში 28 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და არაგონულ კლუბს ლა ლიგაში გადასვლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

აქვე გეტყვით, რომ 26 წლის შემტევ ნახევარმცველს საქართველოს ნაკრებში 17 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.