„ამერიკას“ მცველი, ხორხე სანჩესი, ამსტერდამის „აიაქსის“ ფეხბურთელი გახდა - გვამცნობს მექსიკური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
24 წლის მექსიკელს კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. ის 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
სანჩესი „ამერიკის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავდა და ჯამში 125 მატჩში 2 ბურთი გაიტანა.
მექსიკის ნაკრეში მას 2019 წლიდან იძახებენ.