მაიკ პომპეო: იუსტიციის დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს პოლიტიკურ იარაღად გამოყენება სამარცხვინოა

მაიკ პომპეო: იუსტიციის დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს პოლიტიკურ იარაღად გამოყენება სამარცხვინოა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

„ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ორდერის აღსრულება სახიფათოა. იუსტიციის დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს პოლიტიკურ იარაღად გამოყენება სამარცხვინოა. გენერალურმა პროკურორმა უნდა განმარტოს, თუ რატომ შეიცვალა 250-წლიანი პრაქტიკა ამ რეიდის შედეგად. მე ბენღაზის საქმეზე კომიტეტის წევრი ვიყავი, სადაც დავამტკიცეთ, რომ ჰილარი კლინტონი საიდუმლო მასალებს ფლობდა. ჩვენ მის სახლში რეიდი არ მოგვიწყვია“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.