„მანჩესტერმა“ „იუვენტუსს“ რაბიოში 15 მილიონი შესთავაზა

„მანჩესტერმა“ „იუვენტუსს“ რაბიოში 15 მილიონი შესთავაზა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა „იუვენტუსს“ ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს ტრანსფერის შესახებ ესაუბრება - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, 27 წლის ფრანგში „მანჩეტერმა“ ტურინელებს 15 მილიონი ევრო შესთავაზა. მანკუნიანელებს მასთან კონტრაქტის გაფორმება 2026 წლამდე სურთ, თუმცა ცალკე ფეხბურთელის დედასთან, ვერონიკასთანაა სამე მოსაგვარებელი, რომელიც იმავდროულად შვილის აგენტიცაა.

რაბიოს წარმომადგენლები მაღალ საკომისიოებს და ბონუსებს ითხოვენ.