იტალიური „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გაეტანო ფონტანამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, როგორც მოთამაშე მოსწონს, მაგრამ მისგან უფრო მეტ შედეგიანობას და უფრო მაღალი მარგი ქმედებით თამაშს ელოდება.
„ფეხბურთელი მომწონს, მაგრამ ის უფრო შედეგიანი უნდა იყოს. მეც, როცა მის ასაკში ვიყავი, კარგი თამაშის შემდეგ გადამეტება მახასიათებდა. ვფიქრობ, ეს მისი ახალგაზრდული ასაკის გამოა. სპალეტის როგორ იმუშაოს ამაზე კარგად“, - თქვა ფონტანამ.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ ახალ სეზონს 15 აგვისტოს, „ვერონასთან“ საგარეო მატჩით გახსნის.