„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ იტალიურ „ბოლონიას“ 33 წლის ავსტრიელი თავდამსხმელის, მარკო არნაუტოვიჩის ყიდვის თაობაზე მიმართა. საუბარია 8 მილიონ ევროზე. თუმცა ბოლონიელთა სპორტული დირექტორი, მარკო დი ვაიო ამბობს, რომ კლუბი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს.
„გამიხარდებოდა თუ არნაუტოვიჩი „მანჩესტერში“ გადავიდოდა, მაგრამ, ვფიქობ, ის ჩვენთან დარჩება.“ - ციტირებს „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელის, სინიშა მიხაილოვიჩის სიტყვებს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
შეგახსენრბთ, რომ არნაუტოვიჩს პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილბა უკვე აქვს 2017-19 წლებში ის „ვესტ ჰემის“ ღირსებას იცავდა.