ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი, „ლაიპციგის“ ფეხბურთელი გახდა. 26 წლის გერმანელში ინგლისური კლუბი 20 მილიონ ევროს მიიღებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ინფორმაციით, ვერნერი დღეს, 9 აგვისტოს გაივლის სამედიცინო შემოწმებას და კონტრაქტსაც გააფორმებს.
ვერნერი „ჩელსიში“ სწორედ „ლაიპციგიდან“ გადავიდა 2020 წელს 53 მილიონ ევროდ. გერმანული კლუბის რიგებში ტიმომ ჯამში 156 მატჩი ჩაატარა, 90 ბურთი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ჩელსიში“ კი 89 შეხვედრაში 23-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 21 საგოლე პასი მიითვალა.