ნიკა მელია: ხელისუფლების გეგმით, წლების შემდეგ მუხათგვერდის სასაფლაოზე არავინ უნდა დადიოდეს გმირი ჯარისკაცების წინაშე ქედის მოსახრელად

ნიკა მელია: ხელისუფლების გეგმით, წლების შემდეგ მუხათგვერდის სასაფლაოზე არავინ უნდა დადიოდეს გმირი ჯარისკაცების წინაშე ქედის მოსახრელად

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლების გეგმით, მუხათგვერდის სასაფლაოზე წლების შემდეგ არც 7 აგვისტოს და არც 8 აგვისტოს არავინ უნდა დადიოდეს გმირი ჯარისკაცების წინაშე ქედის მოსახრელად.

„მე არ მიკვირს, რომ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები აქ არ არიან. არ მიკვირს, რომ ეს ადამიანები გამოირჩევიან ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ქმედებებით და არა მხოლოდ გზავნილებით. მათი გეგმით, წლების შემდეგ აქ არც 7 აგვისტოს, არც 8 აგვისტოს არავინ უნდა მოვიდეს ქედის მოსახრელად ჩვენი გმირი ბიჭების წინაშე“, - აცხადებს მელია.