"მარსელმა" "რომას" ნახევარმცველი დაიმატა

იტალიური „რომას“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ჯორდან ვერეტუ სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას მარსელის „ოლიმპიკში“ გააგრძელებს.

29 წლის ფეხბურთელმა „ველოდრომელებთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ვერეტუ 2019 წლიდან „რომას“ ღირსებას იცავდა და 131 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ნანტის“, „ასტონ ვილას“, „სენტ ეტიენისა“ და „ფიორენტინას“ წევრი იყო, საფრანგეთის ნაკრებში კი 5 მატჩი აქვს ჩატარებული.