ობამეიანგი შესაძლოა

ობამეიანგი შესაძლოა "ჩელსიში" გადავიდეს

ლონდონის „ჩელსი“ „ბარსელონას“ თავდამსხმელის პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენითაა დაინტერესებული. ინფორმაცია Telegraph-მა გაავრცელა.

წყაროს თანახმად, „ბარსას“ სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვა სჭირდება, ამიტომ, გაბონელი თავდამსხმელის გაფორმება ლონდონელებს თვითონაც შესთავაზეს. მხარეებს შორის წინასწარი მოლაპარაკებები შედგა, მაგრამ ჯერ სხვა დეტალები უცნობია და ისიც, რა თანხას გაიღებს „ჩელსი“.

ობამეიანგი, რომელიც წლების განმავლობაში ლონდონის „არსენალის“ ლიდერი იყო, ტომას ტუხელს კარგად იცნობს, რადგან „დორტმუნდში“ ერთად მუშაობდნენ.