სასამართლოს გადაწყვეტილებით, კევინ სპეისიმ House of Cards-ის მწარმოებელ სტუდიო MRC-ს 31 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. ამის მიზეზი სერიალის გადაღებების დროს კულისებში სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებია. შეგახსენებთ, რომ კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში House of Cards-ის რვა თანამშრომელმა დაადანაშაულა.
ლოს-ანჯელესის სასამართლომ საბოლოოდ დაადასტურა 2020 წლის ოქტომბერში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მსახიობს აღნიშნული თანხა უნდა გადაეხადა. კევინ სპეისის შესახებ საჯაროდ გავრცელებული სექსუალური ძალადობის არაერთი ბრალდების გამო ბანქოს სახლის მწარმოებელ კომპანია MRC-ის მოუწია, რომ სერიალის მეექვსე სეზონის გადაღებები შეეჩერებინა, სცენარი ხელახლა გადაეწერათ, მისი გმირი შოუდან ამოეღოთ და 13 ეპიზოდის ნაცვლად 8 სერია გადაეღოთ, რამაც ათეულობით მილიონის ზარალი მოუტანა მათ.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად მსახიობმა და მუსიკოსმა ენტონი რეპმა კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. მსახიობის თქმით, ეს შემთხვევა 1986 წელს მოხდა, როცა ის 14, ხოლო კევინ სპეისი კი 26 წლის იყო. ბრალდების შემდეგ ოსკაროსანმა მსახიობმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ ამ შემთხვევის შესახებ არაფერი ახსოვს, თუმცა ბოდიში მაინც მოიხადა. ამავე განცხადებაში სპეისმა ქამინგ აუთი გააკეთა და თქვა, რომ გეია.
ამ ბრალდების შემდეგ კევინ სპეისის ეტაპობრივად კიდევ არაერთმა ადამიანმა დასდო იგივე ბრალი. კევინ სპეისიმ ამ ყველაფრის გამო არაერთი როლი დაკარგა, მათ შორის ბანქოს სახლშიც. საბოლოოდ კი მსახიობს სერიალისთვის მიყენებული ზარალისთვის თანხის გადახდა მოუწევს.