„ნაპოლი“ ესპანურ „ჟირონასთან“ ამხანაგურ შეხვედრას ატარებს, რომლის დაწყებამდე ადგილობრივ მედიასთან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, სეზონისთვის მზადება კარგად მიმდინარეობს, ისევე, როგორც ადაპტაციის პერიოდი.
„ნაპოლის“ შესახებ ყოველთვის კარგი მესმოდა, აქ მარადონა თამაშობდა, ნეაპოლში პიცაც ძალიან გემერიელია. ტაქსით ქალაქში პირველად რომ გავიარე, მაშინვე მიცნეს. ადაპტაციაც კარგად მიდის. ბევრს მუშაობთ, რომ სეზონისთვის მზად ვიყოთ და გულშემატკივრებს მაქსიმალურად დახარჯვას ვპირდები“, - თქვა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 24-ე წუთზე ტრავმირებული მატეო პოლიტანოს ნაცვლად გამოჩნდა.