ლიზ ტრასმა ჩინეთს მოუწოდა, განმუხტოს დაძაბულობა შეერთებულ შტატებთან ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ

ლიზ ტრასმა ჩინეთს მოუწოდა, განმუხტოს დაძაბულობა შეერთებულ შტატებთან ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა ჩინეთს მოუწოდა, განმუხტოს დაძაბულობა შეერთებულ შტატებთან წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ.

„მე არ ვუჭერ მხარს ჩინეთის მწვავე რიტორიკას ამ საკითხთან დაკავშირებით. სავსებით გონივრულია ის, რაც ხდება და მე ჩინეთს დეესკალაციისკენ მოვუწოდებ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლიზ ტრასმა.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ტაივანი დატოვა.

ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ ჩინეთში აშშ-ის ელჩი ნიკოლას ბერნსი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტს არ არღვევს, ხოლო ოფიციალური პეკინი ვიზიტს პროვოკაციად აფასებს და საკუთარ სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დასაცავად ყველა აუცილებელი ნაბიჯის გადადგმას აანონსებს.

Aburjga Tasmanieli ბმული
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბმული
1 წლის უკან