მამუკა მდინარაძე: სახალხო დამცველის კანდიდატზე სანამ შევჯერდებით კიდევ ბევრ გვარს მოისმენთ

მამუკა მდინარაძე: სახალხო დამცველის კანდიდატზე სანამ შევჯერდებით კიდევ ბევრ გვარს მოისმენთ

სახალხო დამცველის კანდიდატზე სანამ შევჯერდებით კიდევ ბევრ გვარს მოისმენთ, , - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტების შეკითხვას, ვინ განიხილება ნინო ლომჯარიას შემცვლელად.

„90 ხმა არის საჭირო პარლამენტში იმისისთვის, რომ კანდიდატზე შევჯერდეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვერ შეძლებს, ვერც ფრაქცია „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად სახალხო დამცველის არჩევას. ამისათვის ჩვენ გვჭირდება კომპრომისი, კონსენსუსი . აქედან გამომდინარე, მარტო ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული. რაც არ უნდა გვარებზე ვილაპარაკოთ ჩვენ დღეს, არ იქნება რეალური ჩემი პასუხი, გვარებზე ვერაფერს ვერ გეტყვით გარდა იმისა, რომ ბევრი კანდიდატი დასახელდება. საბოლოო ჯამში ჩვენ გარკვეული კონსენსუსის მიღწევა ამ მიმართულებით მოგვიწევს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ომბუდსმენის თანამდებობაზე, რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის, ყოფილი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი.