მამუკა მდინარაძე დანილოვზე: თუ ვინმეს საქართველოს მტრობა უნდა, ასეთი განცხადებები უნდა აკეთოს - საქართველო თავისი ტერიტორიების დაბრუნებაზე, გამთლიანებაზე, თავისი დებისა და ძმების დაბრუნებაზე ყოველთვის იზრუნებს, მაგრამ ეს ომის გზით არ იქნება

„თუ ვინმეს საქართველოს მტრობა უნდა, ასეთი განცხადებები უნდა აკეთოს“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსეი დანილოვის განცხადებას.

მისივე თქმით, უკრაინაში, ცალკეული ადამიანები, ომისკენ მოწოდებებს არ ერიდებიან.

„საქართველო თავისი ტერიტორიების დაბრუნებაზე, ქვეყნის გამთლიანებაზე, თავისი დებისა და ძმების - აფხაზებისა და ოსების დაბრუნებაზე ყოველთვის იზრუნებს, მაგრამ ეს არ იქნება ომის გზით. როგორც ჩანს, ბევრს უნდა, რომ ეს ომის გზით იყოს, მაგრამ იმ ხალხმაც - ჩვენმა დებმა და ძმებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, უნდა იცოდეს, რომ საქართველო ამას ომის გზით არასდროს განახორციელებს. ეს [დანილოვის განცხადება] დიახ, ომისკენ მოწოდებაა. ახლა, ეროვნებით ქართველებმა და დავალების მიმღებებმა ქვეყნის გარედან, კეთილი ინებონ და კითხვას პასუხი გასცენ: ემიჯნებიან და გმობენ თუ არა ასეთ განცხადებას, რომელიც ომისკენ პირდაპირი მოწოდებაა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.