სჯობს, თავის საქმეს მიხედოს. მისი მხრიდან ზედმეტი რჩევები ჩვენ არ გვჭირდება, - ასე გამოეხმაურა გიორგი ვაშაძე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის ბოლო განცხადებას. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი უკრაინაში ვიზიტისას დანილოვთან შეხვედრას გეგმავს.
„უკრაინელი ადამიანი, ვინც ჩართულია საომარ მოქმედებებში, შეიძლება ბევრი სურვილი ჰქონდეს. რაში სჭირდება ეს ყველაფერი, ამაზე საჯაროდ რომ საუბრობს, ნამდვილად არ ვიცი. უკრაინაში ვაპირებ ჩასვლას და თუ შესაძლებლობა მექნება, აუცილებლად შევხვდები. მინდა ამ კაცს ვკითხო, რას შეგვჭამა, რატომ აკეთებს განცხადებებს, რომელსაც პრორუსული „ქართული ოცნება“ ხელზე იხვევს. პირდაპირ ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს, რა თქვა დანილოვმა. თუ შეხვედრის შესაძლებლობა მექნება უკრაინაში რომ ჩავალ, ვაპირებ, პერსონალურად მოვთხოვო პასუხი, ამ სიდებილეებს რატომ ლაპარაკობს“, - განაცხადა ვაშაძემ.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, ის დღესაც თვლის, რომ თუ საქართველო ოკუპირებულ რეგიონებს თავის ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია, საკუთარი მიწები დაიცვას.