საქართველოში რუსეთთან მიმართებით არსებული სავიზო პოლიტიკა, ამოქმედდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების პირობებში და დღემდე ძალაშია ეს პოლიტიკა. იმ პოლიტიკის შეცვლა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამო, არის უბრალოდ ირაციონალური, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე მზარდი დამოკიდებულების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.
„დამოკიდებულების გარკვეული ხარისხი ყოველთვის იყო, მათ შორის, წინა ხელისუფლების დროსაც. რაც შეეხება რაღაც მიზანშეუწონელ ზრდას, ამასთან დაკავშირებით მონაცემები არ დასტურდება. მაგალითად, ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების რაოდენობა მოსახლეობის 10%-ს შეადგენს, რაც არის ტყუილი. მთლიანობაში, 6 წლის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 240 რუსი ტურისტი, რაც მოსახლეობის 7%-ზე ნაკლებია. აქედან მუდმივად საქართველოში დღეს იმყოფება სავარაუდოდ ამის მეათედი, ანუ დაახლოების 1%-იც არც არის მოსახლეობის. ასეთი არასწორი ინფორმაცია ხშირად ვრცელდება“, - განაცხადა კობახიძემ.