მიხეილ სარჯველაძე: გარდა იმისა, რომ სახალხო დამცველი მიუკერძოებელი და კვალიფიციური უნდა იყოს, ძალიან საპასუხისმგებლო ფუნქციები ეფექტურად უნდა შეასრულოს

მიხეილ სარჯველაძე: გარდა იმისა, რომ სახალხო დამცველი მიუკერძოებელი და კვალიფიციური უნდა იყოს, ძალიან საპასუხისმგებლო ფუნქციები ეფექტურად უნდა შეასრულოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ საქართველოს მომდევნო სახალხო დამცველი მიუკერძოებელი და კვალიფიციური უნდა იყოს, უნდა შეეძლოს, ეფექტურად შეასრულოს მთავარი ფუნქცია - ადამიანი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა.

„12-პუნქტიან გეგმაში ყურადღება ამ საკითხზეცაა გამახვილებული და ეს ერთ-ერთი ამოცანაა, რომელიც დასახული გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩეს სახალხო დამცველის ისეთი კანდიდატურა, რომელიც ყველაზე მეტად დამაჯერებელი იქნება - მიუკერძოებელთან და კვალიფიციურთან ერთად, ეფექტურად შეასრულებს ძალიან საპასუხისმგებლო ფუნქციებს, რომლებიც, სახალხო დამცველს კონსტიტუციის თანახმად ეკისრება. ეს გახლავთ ადამიანი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, ომბუდსმენის თანამდებობაზე, რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის, ყოფილი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი.