საქართველოში ბინების დღიური ქირის ფასი 30%-ით გაიზარდა, კურორტებზე კი - გაორმაგდა

საქართველოში ბინების დღიური ქირის ფასი 30%-ით გაიზარდა, კურორტებზე კი - გაორმაგდა

პანდემიის შემდეგ საქართველოში განთავსებული ბინების ტარიფები თითქმის 30%-ითაა გაზრდილი. განსაკუთრებით მაღალი ფასებია შავი ზღვისპირეთში, სადაც ნებისმიერი ტიპის სასტუმროში ტარიფები გაორმაგებულია.

გაძვირებული მომსახურების შესახებ ინფორმაციას საქართველოში Airbnb მენეჯმენტ კომპანია Wehost-ის დამფუძნებელი ნიკა ანჯაფარიძეც ადასტურებს. გაქირავების პლატფორმაზე, მხოლოდ თბილისიდან 12 ათასზე მეტი ბინაა წარმოდგენილი, ხოლო ბათუმიდან 14 ათასი აქტიური ობიექტია.

„ფასები პანდემიის შემდეგ 30%-ით გაიზარდა და 2019 წლის საშუალო ფასებს უკვე ვუსწრებთ. დატვირთულობაც საკმაოდ მაღალია. თითქმის 90%-ზე მეტია დატვირთულობის კოეფიციენტი თბილისში, ხოლო ბათუმში სეზონის დაწყებასთან ერთად გადავსებულია“, - აცხადებს ანჯაფარიძე.

Wehost-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის მოთხოვნის ზრდა ტურისტულ სეზონს უკავშირდება.

„ომის შემდგომ ვინც შემოვიდნენ ისინი უკვე გადანაწილდნენ და გრძელვადიანი გაქირავებით აიღეს ბინები“, - აღნიშნა ნიკა ანჯაფარიძემ და დასძინა, რომ ბინების გაქირავების პლატფორმაზე საქართველოსადმი დიდი ინტერესი ყოველთვის იყო რუსეთიდან და ასევე მნიშვნელოვანია ევროპელების წილიც.

შეიძლება ითქვას, რომ ახლა ბათუმში, ტურიზმის აღდგენისა და მიგრაციის ფონზე, ქირის საშუალო ფასი და შესაბამისად, ქირიდან მიღებულ შემოსავალიც რეკორდულ ნიშნულზეა. „თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, 2022 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბათუმში ქირის ფასი 123%-ით არის გაზრდილი და 1კვმ-ზე 7.2 აშშ დოლარია.

რაც შეეხება გასაყიდ ფასს, უძრავი ქონების ღირებულება წლიურად 2%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ბათუმში 1 კვმ-ის ყიდვის საშუალო ღირებულება 729 აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ბათუმში უძრავი ქონების რეალიზაცია 36%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 7 158 ტრანზაქცია დაფიქსირდა.

ეს ყველაფერი, რასაკვირველია, უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება, რომელმაც ქვეყანაში ვიზიტორების მოზღვავება გამოიწვია. ამ ფაქტს ყველა დიდი თუ მცირე სასტუმროს მეპატორონე ადასტურებს. როგორც ქობულეთში მდებარე ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელი, ინგა დავითაძე აღნიშნავს, ფასები მართლაც შესამჩნევად გაზრდილია, რაც ტურისტების დიდმა ნაკადმა გამოიწვია.

„უკვე რამდენიმე თვეა, მუდმივად გვყავს დამსვენებლები, ჯავშნები მომავალ თვეშიც გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ოთახების ღირებულება წელს გაზრდილია, დამსვენებელი მაინც არ ამბობს უარს. მაგალითად, წინა წლებში 1 ადამიანის განთავსების ღირებულება 15 ლარიდან იწყებოდა, წელს 30 ლარიდან იწყება. ამასთან, აგვისტოში, როგორც ყოველთვის, ტარიფები იზრდება და ჩემთანაც ასეა. შემდეგ თვეში 1 ადგილის ღირებულება 35 ლარიდან დაიწყება. ჯავშნები აგვისტოში უკვე მაქვს, მაგრამ რომც არ მქონდეს, იმდენად დიდია ტურისტების ნაკადი, დამსვენებელი მაინც არ მოგვაკლდება“, - აღნიშნა დავითაძემ.

„გალტ ეინ თაგარტის“ ცნობით, ტურისტული ნაკადების აღდგენის და სეზონური მოთხოვნის შედეგად სასტუმროს შემოსავლები აჭარის საშუალო და დიდ სასტუმროებში აღდგა 2019 წლის დონის 125%-მდე, რაც 4.7%-იანი წლიური ზრდაა (პოს ტერმინალებით გადახდების მიხედვით). პოს ტერმინალებით გადახდები თბილისის საშუალო და დიდ სასტუმროებში 2019 წლის დონის 82.5%-მდე აღდგა, რაც 62.5%-იანი წლიური ზრდაა 2022 წლის ივნისში.

Aburjga Tasmanieli viola fon kramons - საიდან ამდენი უკიდეგანო, უანგარო ზრუნვასაქართველოზე, რამ განაპირობა თქვენი ეგზომ უკიდეგანო თავგადადება საქართველოს "სწორ გზაზე" დასაყენებლად?  და რა არის ეს სწორი გზა, ლგბტ მიმღებლობის დანერგვა ქართული ტრადიციული ურთიერთობების ნაცვლად, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება და ამრიგად ქართული ტრადიციული ოჯახური ღირებულებების მორღვევა? ჩვენი რელიგია, მართლმადიდებლური ქრისტიანობა ჰომოსექსუალიზმს ცოდვათა შორის უსაშინელეს ცოდვად მიიჩნევს. თუ საქართველოში ჰომოსექსუალური ოჯახები დაკანონდება ეს ხომ ჩვენ რწმენზე უარის თქმა გამოდის? გვითხარით ერთი რატომ ხართ ასე ძალიან მონდომებული, რომ 2 ათასი წლის ნაერთგულევი მართლმადიდებლობა  დავაგდოთ და ჰომოსექსუალიზმის ჭაპანს შევუდგეთ?!  სიტყვით კი ამბობთ, რომ ჩვენ არ ვცდილობთ თქვენს ომში ჩაბმასო, მაგრამ თქვენ საქიმით ისე იქცევით ყველაფერი ნათელი ხდება - ძალიან დიდი მონდომებით გვიკირკიტებთ, მტარვალობთ, რომ როგორმე რუსეთთან ომში ჩაგვაბათ!  ყველა ღონეს ხმარობთ ამისათვის, ყველა დაუშვებელ ფანდს იყენებთ! იმედი არ გქონდეთ, ვერც სახელმწიფო გადატრიალებას მოგვიწყობთ, ვერც დაგვაბოლებთ!  წადით,წადით თქვენს ლამაზ და მაძღარ ქვეყნებს მიხედეთ, რომლებიც ასეთნაირად მსოფლიოს, დიდწილად კი რუსეთის ძარცვით  ჩამოყალიბდნენ! წადით, წადით ... მითუმეტეს აქ საქართველოში გასაძარცვიც არაფერია დარჩენილი!
2 წლის უკან