ნიკა გვარამია:  მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ერთი განაჩენით ხელი მოაწერა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შეყოვნებას - ამ კარში შესვლის დროს კარები დაკეტეს

ნიკა გვარამია: მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ერთი განაჩენით ხელი მოაწერა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შეყოვნებას - ამ კარში შესვლის დროს კარები დაკეტეს

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ერთი განაჩენით ხელი მოაწერა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შეყოვნებას, 8 კვირით გადადეს პროცესი და ზუსტად მივიდა კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებამდე, ამ კარში შესვლის დროს კარები დაკეტეს, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აღნიშნა.

მისივე თქმით, ხდება ლაშა ჩხიკვაძის ინსტრუმენტალიზაცია და „ეთერშიც ეტყობა, რომ კარგად არ არის“.

„არ ველოდი ჩემს საქმესთან დაკავშირებით ასეთ რეაქციას, ამ რეაქციის გარკვეული ნაწილი მერჩივნა არ ყოფილიყო. ამას ჩემი მნიშვნელობის ხაზგასასმელად არ ვამბობ, ბატონი ჩხიკვაძის გადაწყვეტილება აღმოჩნდა გამშვები მექანიზმი იმისთვის, რასაც ახლა ვხედავთ. ეს ერთ ნაწილში მომწონს იმიტომ, რომ სრული დასასრულია ივანიშვილისთვის, მაგრამ ამან ასევე გამოიწვია ქვეყნისთვის ზიანი, რაც მერჩივნა არ ყოფილიყო. მოსამართლე ჩხიკვაძემ ერთი განაჩენით ხელი მოაწერა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შეყოვნებას, 8 კვირით გადადეს პროცესი და ზუსტად მივიდა კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებამდე, ამ კარში შესვლის დროს კარები დაკეტეს. ძალიან ცოტა ვინმე თუ დარჩება ამ ხელისუფლებიდან საქართველოს ისტორიაში, მათ შორის იქნება მოსამართლე ჩხიკვაძე, ძალიან მძიმე შეფერილობით. რასაც ახლა ვუყურებ ფიზიკურ განადგურებამდე მიჰყავთ ეს კაცი, ძალიან მინდა დაანებონ თავი, ეთერშიც ეტყობა, რომ არ არის კარგად, ადამიანის ასეთი ინსტრუმენტალიზაცია არ შეიძლება“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.