ირაკლი ქადაგიშვილი: რეკომენდაციებში არც ბიძინა ივანიშვილი და არც სხვა გვარი არ წერია

ირაკლი ქადაგიშვილი: რეკომენდაციებში არც ბიძინა ივანიშვილი და არც სხვა გვარი არ წერია

პრემიერ-მინისტრის წერილზე, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართა, პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მიმართვის მიზანია, კიდევ ერთხელ განიმარტოს დეოლიგარქიზაციის მუხლი.

„აღმასრულებელი ხელისუფლება მიმართავს ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას, რათა კიდევ ერთხელ განიმარტოს რეკომენდაციების ის მუხლი, რომელიც ევროკომისიამ და ევროკავშირმა საქართველოს მისცა. იქ არ არც ბიძინა ივანიშვილი და არც სხვა გვარი არ წერია. სამივე ქვეყნისთვის [საქართველო, მოლდოვა, უკრაინა], ზოგადად წერია დეოლიგარქიზაციის საკითხის საკანონმდებლო გადაწყვეტა“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართა. პრემიერი წერს, რომ 9 ივნისს მიღებული რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერსა და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, რასთან დაკავშირებითაც მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ევროკომისიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.