„ინდიანა ჯონსის“ აუხდენელი „ოცნება“

„ინდიანა ჯონსის“ აუხდენელი „ოცნება“

ცოტა ხნის წინ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ჰარისონ ფორდმა თანამემამულე ჟურნალისტებს  ერთი ჩვეულებრივი ინტერვიუ მისცა. ამ საუბარმა აშშ-ში დიდი გაკვირვება გამოიწვია და თანამემამულეთა ნაწილმა ბატონი ჰარისონის დაუფარავი კრიტიკა დაიწყო.

მაინც რა მოხდა? აღმოჩნდა, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საუბრის დროს, ბატონმა „ინდიანა ჯონსმა” ცოტა არ იყოს უცნაური სურვილის შესახებ განაცხადა.

71 წლის მსახიობმა აღიარა, რომ თავის წარმატებულ კარიერაში ძალიან უნდა ერთხელ მაინც ქალის როლი შეასრულოს.

ჰარისონ ფორდის საყვარელი კინოსურათი “ტუტსი” ყოფილა.

თავისი ოცნება ფორდმა იმით ახსნა, რომ ახალი როლის არჩევისას ყოველთვის მხოლოდ ემოციებითა და ცნობისმოყვარეობით ხელმძღვანელობს. დღემდე არავისთვის მიუცია უფლება, რომ მის მაგივრად გადაეწყვიტა როგორი პერსონაჟების თამაში უფრო დააინტერესებდა.