მიხეილ ყაველაშვილი Credit Suisse-ზე: არანაირი ფინანსური საფუძველი არ არსებობს, რომ მათ ეს თანხა არ გადაიხადონ, ეყრდნობიან არა ევროკომისიისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებს, არამედ ევროპარლამენტარების შეურაცხმყოფელ რეზოლუციას

მიხეილ ყაველაშვილი Credit Suisse-ზე: არანაირი ფინანსური საფუძველი არ არსებობს, რომ მათ ეს თანხა არ გადაიხადონ, ეყრდნობიან არა ევროკომისიისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებს, არამედ ევროპარლამენტარების შეურაცხმყოფელ რეზოლუციას

არანაირი ფინანსური საფუძველი არ არსებობს, რომ მათ ეს თანხა არ გადაიხადონ და ეყრდნობიან არა ევროკომისიისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებს, არამედ ევროპარლამენტარების შეურაცხმყოფელ რეზოლუციას, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკას“ Credit Suisse-ზე საუბრისას განუცხადა.

„Credit Suisse-ი ეყრდნობა ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელშიც პირდაპირაა მითითება, გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი და გვარამია და დავსაჯოთ ბატონი ივანიშვილი. ევროკომისიამ და ევროსაბჭომ ეს არ გაიზიარეს. იმდენად აბსურდული იყო, რომ არ დაეყრდნნენ ამ ჩანაწერებს. იმდენად განმაცვიფრებელია შვეიცარიის ბანკისგან, რომ ეყრდნობა მსგავს შეურაცხმყოფელ რეზოლუციას. ამას საფუძვლად იყენებს და ეს კიდევ ჩანს, რომ 300 ევროპარლამენტარის მსგავსად, რომელმაც ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, დაახლოებით, ანალოგიური შეიძლება ვიფიქროთ Credit Suisse-ის მენეჯმენტის მხრიდანაც, რადგანაც კავშირი იკვეთება.

არანაირი ფინანსური საფუძველი არ არსებობს, რომ მათ ეს თანხა არ გადაიხადონ და ეყრდნობიან არა ევროკომისიისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებს, არამედ ამ ევროპარლამენტარების შეურაცხმყოფელ რეზოლუციას. თუ ლოგიკურად გავყვებით ამ პროცესს, ეს მდგომარეობაა, რომ სურთ, ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი გამოიწვიონ“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

იურიდიულმა კომპანიამ, MKD-მ Credit Suisse-ის მიერ კლიენტის მიმართ არსებული ვალდებულებების უპრეცედენტოდ უხეში და განგრძობადი დარღვევების შესახებ შვეიცარიულ მედიაში პრესრელიზი გაავრცელა.